ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტოლტენბერგი: დიდი ალბათობით, უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დიდი ალბათობით, უკრაინის ომი, ისევე როგორც ყველა სხვა ომი, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ომი, თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია და ამიტომ, უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი გადაიქცა გამოფიტვამდე ომად, რომელშიც უკრაინელები დიდ საფასურს იხდიან ბრძოლის ველზე, ქვეყნის დასაცავად. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთს, რომელსაც დიდი დანაკარგი აქვს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ომების უმეტესობა, დიდი ალბათობით ეს ომიც, დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ საუკეთესო შედეგს მიაღწიონ ამ კონფლიქტში, რადგან ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ჭიდროდაა დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობასთან”, – ამბობს სტოლტენბერგი.

იტვირთბა....