Reuters-ის ინცორმაციით, რუსეთი წყნარ ოკეანეში სამხედრო წვრთნებს იწყებს. როგორც გამოცემა იუწყება, მანევრებში 40-ზე მეტი საბრძოლო გემი, 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენები ჩაერთვებიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სამეთაურო გემი “მარშალ კრილოვი“, ფრეგატი “მარშალ შაპოშნიკოვი“ და ასევე, დიდი ნავსაწინააღმდეგო გემები და კორვეტები.
წვრთნები 3-10 ივნისს გაიმართება.