სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 1.1%-ია. ამასთან, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასები 51.1 პროცენტით არის გაზრდილი, პურსა და პურპროდუქტებზე 34.5%-ით, ხილზე 17.7 პროცენტით, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე 16.8 პროცენტით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე 16 %-ით, შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 15.4 პროცენტით, ხორცსა და ხორცპროდუქტებზე 9.6 %-ით, ხოლო ზეთსა და ცხიმზე ფასების 17.7 პროცენტიანი მატება ფიქსირდება.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ასეთია:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 22.0
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 7.5
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -0.3
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 16.1
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 9.2
- ჯანმრთელობის დაცვა 2.0
- ტრანსპორტი 20.0
- კავშირგაბმულობა 0.8
- დასვენება, გართობა და კულტურა 2.3
- განათლება 3.2
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 12.6
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 6.6
საქსტატის ცნობით, ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ტრანსპორტი; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება წინა თვესთან შედარებით ასეთია:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 0.8
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 1.3
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.3
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 6.2
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 0.9
- ჯანმრთელობის დაცვა 0.2
- ტრანსპორტი 0.0
- კავშირგაბმულობა -0.2
- დასვენება, გართობა და კულტურა -0.4
- განათლება 0.0
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 1.5
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქო.