უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სევეროდონეცკში, რომელიც ახლა ერთ-ერთი ყველაზე საბრძოლო ცხელი წერტილია, უკრაინელმა სამხედროებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.
“სიტუაცია დონბასში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევეროდონეცკში გამართულ ბრძოლებში გარკვეული წარმატება გვქონდა, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამჟამად იქ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. ბევრი ქალაქი დგას რუსეთის ძლიერი თავდასხმის წინაშე – დაბომბეს ნიკოლაევი, ქალაქი ხარკოვი, ხარკოვის რეგიონი. ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებული ტერიტორია ახლა ტოტალური კატასტროფის ზონად არის ქცეული“, – ამბობს ზელენსკი.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე წერს, სევეროდონეცკის ცენტრალურ ნაწილში ახლა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.