რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს ტელეკომპანია ალ ჯაზირასთან ინტერვიუში ჰკითხეს, მზად არის თუ არა რუსეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და ხერსონის ოლქი საკუთარ შემადგენლობაში მიიღოს.
“რაც შეეხება ამ “რესპუბლიკებსა” და სხვა ტერიტორიულ ერთეულებზე მცხოვრები ხალხის ნებას, ჩვენ დიდი ყურადღებით გავაანალიზებთ მათ სურვილს და გადაწყვეტილებას რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად მივიღებთ. მათი ნების იგნორირება შეუძლებელია, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის საკითხები განვიხილოთ, საჭიროა ამ ნების ფორმულირება”, – აცხადებს მედვედევი.