მე გამოხსნა არ მჭირდება, გამოხსნა სჭირდება სააკაშვილს. ამის შესახებ “მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა,
მისი თქმით, საკანში მისთვის მთავარი საზრუნავი და სანერვიულო სააკაშვილია.
“მე გამოხსნა არ მჭირდება, ნორმალურად ვგრძნობ თავს, პროცესების განვითარებას შევხედავ, მე არ ვფიქრობ იმაზე, როდის გამოვალ იმიტომ, რომ ციხეში ამაზე ფიქრი კატეგორიულად არ შეიძლება. უნდა შეეგუო იმას, რომ გამოხვალ სასჯელის ამოწურვის შემდეგ. გამოხსნა სჭირდება მიშა სააკაშვილს და იგი მართლა უნდა გამოვიხსნათ იმიტომ, რომ ადამიანი კვდება უბრალოდ და შეუძლებელია ამის ატანა და გაგრძელება. მე ძალიან იმედიანად ვარ ექსპერტების შესვლის შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს.
მიშას მივესალმები აქედან და ვუსურვებ კარგად ყოფნას, ის გვახსოვს ყველას, მეც მახსოვს ამ საკანში და ჩემი მთავარი საზრუნავი, სანერვიულო და ა.შ. არის მიშა.” ამბობს ნიკა გვარამია ციხიდან, სატელეფონო ინტერვიუში.