ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არის თვითდაზიანების ფაქტები – ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, გია ვოლსკის, თქმით მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას მიმართავს და სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილზე უარს ამბობს.

ვოლსკის განცხადებით, ,,ემპათიას” მედიკოსები პოლიტიკურად ანგაჟირებული არიან.

 

“სასჯელისგან გათავისუფლება არის მათი პირველი მოთხოვნა, ახლა ეს საზღვარგარეთ გადაყვანა, შეიძლება, განვიხილოთ, როგორც გარკვეული ხრიკი ამ გზაზე.

არის თვითდაზიანების ფაქტები, როცა სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილს არ იღებს.

ეს უნდა ისმოდეს ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, როგორებიც არიან ,,ემპათიას” ექსპერტები.” – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....