კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ოფიციალური კიევის მცდელობა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამოიყენონ უცხოეთიდან მიღებული იარაღი, უკრაინაში სიტუაციას უარესობისკენ შეცვლის.
“[კიევი] თავისი ქმედებებით მეტ ტანჯვას მოუტანს უკრაინას, რომელიც უბრალოდ ინსტრუმენტია იმ ქვეყნების ხელში, რომლებიც იქ იარაღს გზავნიან”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
კრემლის სპიკერის თქმით, არ სურს იმ სცენარებზე საუბარი, რომლებიც ამ იარაღის რუსეთის წინააღმდეგ ჰიპოთეტურ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს.
“ეს არსებითად შეცვლის სიტუაციას და არასასიკეთო მხარეს”, – მოჰყვას პესკოვის სიტყვები ონლაინ-გამოცემას “იზვესტია”.