ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი საუბრობს, რამდენ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ რუსები უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ამ მომენტისთვის ქვეყნის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული. მისი თქმით, გასათავისუფლებელია 2 603 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამეტისადმი ონლაინ-მიმართვისას განაცხადა.

“რუსი სამხედროები უკრაინის 3 602 დასახლებულ პუნქტში შევიდნენ. მათგან 1017-ის გათავისუფლება უკვე მოხერხდა, კიდევ 2 603-ია გასათავისუფლებელი. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების კონტროლის ქვეშ ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტია, რაც თითქმის 125 ათასი კვადრატული კილომეტრია. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენილუქსის (ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი) ყველა ქვეყნის ტერიტორია ერთად აღებული”, – აღნიშნავს ზელენსკი.

იტვირთბა....