გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal სტატიას აქვეყნებს სათაურით – “ნავთობის რუსი მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ”. როგორც სტატიაშვია აღნიშნული, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შევიდა.
გამოცემის ცნობით, გადამამუშავებლები და ტვირთის გამგზავნები მალავენ, რომ ნავთობი რუსული წარმოშობისაა და უკვე მზა პროდუქტები, უპრობლემოდ ხვდება აშშ-სა და ევროპაში.
“მართალია, ევროპამ რუსულ ნავთობზე მკაცრი სანქციები დააწესა, მაგრამ ტვირთის გადამტანებს და ნავთობის გადამამუშავებლებლებს ნავთობი ისე შეაქვთ ბაზარზე, რომ მის წარმომავლობას მალავენ. გასულ თვეში, საწვავის ზოგიერთი სახეობა, რომლებიც სავარაუდოდ, ნაწილობრივ რუსული ნავთობისგანაა წარმოებული, ნიუ-იოკრსა და ნიუ-ჯერსიში შეიტანეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ექსპორტიორებს ნავთობის წარმომომავლობის დამალვაში ის ფაქტი ეხმარება, რომ რუსული ნავთობი ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ასევე, დასავლეთ აფრიკის სანაპიროებზე იტუმბება, შემდეგ კი შეცვლილი წარმოშობის მითითებით, ჩინეთისა და ინდოეთის გარდა, ევროპის ქვეყნებსაც მიეწოდება.