ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია აგიტაციას საქართველოს წინააღმდეგ საჯაროდ აწარმოებს. – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში დებატებისას 3 საათი დაუთმო თუ რატომ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს და ეს ყველაფერი დღის შუქზეა დამატებითი მტკიცებულებაც არ სჭირდება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე ვინ აწარმოებს აგიტაციას საქართველოს წინააღმდეგ კობახიძე პასუხობს, რომ სალომე სამადაშვილმა კანდელაკიც კი გადაფარა მოღალატეობრივი ქმედებებით.
“როცა კაბინეტში შედიხარ და შენს ქვეყანაზე საუბრობ ათასს სიყალბეს ამ რთულ დროს, გახსოვთ ვიზალიბერალიზაციაზე მაშინ კანდელაკი იყო გამორჩეული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ქმედებებით სალომე სამადაშვილმა, კანდელაკი გადაფარა და “ნაცმოძრაობიდან” მისი მეგობრები არიან ამ კამპანიის ლიდერები, პირდაპირ ვიტყვი ეს არის მოღალატეობრივი ქმედება. როცა საკითხი წყდება ევროინტეგრაციის გზაზე საპირისპირო კამპანიის წარმოება მოღალატეობრივი ნაბიჯია.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.