“დრამატულად არის შეცვლილი შეფასებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით იმ ჯგუფებშიც კი სადაც , წლების წინ არ იყო ჩამოყალიბებული სწორი პოზიცია, დღეს ყველა ხვდება, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა დასავლეთმა, როცა მიიჩნიეს, რომ პუტინის დაშოშმინება არის შესაძლებელი და დაშოშმინებამ შეიძლება გამოიღოს შედეგი, რომ ის სხვა სახელმწიფოებს არ შეეხება. თუკი რამე არის სასიხარულო, როცა ომთან დაკავშირებით ვსაუბრობთ არის ერთსულოვნება და ერთიანობა, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს და დასუსტდეს ისე, რომ მან ხელი აიღოს ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოში შეჭრისგან, ცუდია რომ 2008 ში ეს ერთსულოვნება არ იყო ევროპაში. ყველა თვლის, რომ ეს არის ჭეშმარიტების მომენტი ან განვითარება ან ჩაგვრა და უკუნითი მესამე არჩევანი არ არსებობს, პუტინი არ მალავს რომ მას სურს ჩამოუშვას რკინის ფარდა და ამ ფარდის უკან მოექცეს სახელმწიფოები და მათ შორის მოაქციოს საქართველოც, ყველაფერი დამოკიდებული საქართველოზე და საერთაშორისო თანამეგობრობაზე.” – განაცხადა ნიკა მელიამ.
იტვირთბა....