მინისტრები, რომლებიც პარლამენტში მოლაგდებიან ნომილნალური ფიგურები არიან მათ არანაირი სიკეთე და დოვლათი არ შეუქმნიათ გარდა, იმისა რომ ივანიშვილს ემსახურებოდნენ. – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა , ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების” წევრები ადამიანებს თვალებში ნაცარს აყრიან.
“ადამიანებს ნაცარს აყრიან თვალებში, ღარიბაშვილი ბედნიერია, რომ ახალწელს მის მეუღლეს ბორჯომის მიწის ნაკვეთი აჩუქა და ეს თანხა არ გადაუხდია, ბედნიერია იმიტომ, რომ 3000 ლარიანი საათი უკეთია და ბედნიერი დასცქერის ამ საათს. კორუფციაშია ყელამდე დეკლარირებულად შეგვიძლია ამის მოყოლა. მინისტრები, რომლებიც პარლამენტში მოლაგდებიან ნომილნალური ფიგურები არიან მათ არანაირი სიკეთე და დოვლათი არ შეუქმნიათ გარდა, იმისა რომ ბიძინა ივანიშვილს ემსახურებოდნენ კარგად. კანონის სახელით გვძარცვავენ და მოქალაქეებმაც უნდა გავიგოთ, რომ თუ ხალხი მექსიკით გავლით გაიქცევა ამერიკაში, ხელისუფლებას პასუხს მარტო ხაბეიშვილი ვერ მოსთხოვს.” – განაცხადა ლევან ხაბიეშვილმა.