ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის პორტების ბლოკადით რუსეთი რისკავს იმას, რაც მისი რეპუტაციისგან დარჩა – ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საკვებით დატვირთული გემებისთვის პორტის დატოვების აკრძალვით, რუსეთი რისკავს იმით, “რაც მისი რეპუტაციიდან დარჩა”.

“მას სურს ურთიერთობა მსოფლიოს ქვეყნებთან, მათ შორის, ბევრ ქვეყანასთან, რომლებიც დღეს რუსული აგრესიის მსხვერპლი არიან. მიზეზი სურსათზე შექმნილი მზარდი პრობლემაა, რომელიც აგრესიითაა გამოწვეული.

მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ქვეყნები უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ გამოწვევები, რომელთა წინაც ახლა დგანან, გამწვავებული კონფლიქტითა და რუსეთის აგრესიით, არის იმის გამო, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს”. – განაცხადა ბლინკენმა.

იტვირთბა....