მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზებზე, შესაბამისად, შედეგიც არის ნული, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები არსებობს და მიხელი სააკაშვილი იქ უნდა იყოს გადაყვანილი.
“პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და რეკომენდაციები, იცით, რომ არ გაითვალისწინეს. უნდა უმკურნალო დიაგნოზს. სამწუხაროდ, ეს დიაგნოზები არსებობს უკვე იმის გამო, რომ თავის დროზე პენიტენციურმა სამსახურმა სწორად არ დასვა დიაგნოზები და არ უმკურნალა ადამიანს.
მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზზე და შესაბამისად, შედეგიც არის ნული. არსებობს საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები და ვფიქრობ იქ უნდა იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.