ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამულაშვილი – შედეგს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ სრული ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვება

ნონა მამულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მისამართით გაკეთებული განცხადება განმარტა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტია ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს.

„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას მისამართით გაკეთებული კომენტარი. მე ზოგადად ვთვლი, რომ ბევრად უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ დასავლეთში უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები. ჩვენი პოზიციები არა მხოლოდ ელექტრონული საშუალებებით გავაცნოთ, ფიზიკურადაც უფრო ხშირად გადავადგილდეთ ხოლმე. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე დეპუტატმა დატოვა პარლამენტი, მათ შორის ნიკა მელიამ, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. შედეგს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ სრული ოპოზიციური სპექტრის [მიერ პარლამენტის] დატოვება“, – აცხადებს მამულაშვილი.

„ბევრად აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი​. თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ვცვალოთ. ვფიქრობ, ბრძოლის სტრატეგია არის სუსტი და შესაბამისად, მოსახლეობაშიც არის გაწბილება“, – განაცხადა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

იტვირთბა....