aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა – პესკოვი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

პესკოვის თქმით, ასეთი მიდგომა ხელს არ უწყობს უკრაინის ხელისუფლებაში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართვის შესახებ სურვილის გაღვიძებას.

“ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ შეერთებული შტატების მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს. შეერთებული შტატები, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს, ებრძოლოს რუსეთს ბოლო უკრაინელამდე. ასეთი მიდგომა არ უწყობს ხელს უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილის გაღვიძებას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვიღებთ”. – განაცხადა პესკოვმა.

იტვირთბა....