[su_quote]მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც სამართლიანმა სასამართლომ მიუსაჯა. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ერთხელ უკვე უთხრა უარი სააკაშვილს განეხილა საკითხი, რომელიც მის მიმართ თითქოს უღირს მოპყრობას ეხებოდა. ცარიელი სკამი დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დააწერონ თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი, ძალიან დიდხანს მოუწევს ამ სკამს ცარიელად ყოფნა… დანაშაულების ის კასკადი, რაც მან ჩაიდინა, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ჩადენილი – ადამიანებზე თავდასხმა, ქუჩაში დახვრეტა, სიკვდილამდე მიყვანა დეპუტატების – ასეთ პირდაპირ ბრძანებებს აძლევდა. სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ის არის უბოროტესი დამნაშავე იმ დამნაშავეთა შორის, რომლებიც ქართულ ციხეებში იხდიან სასჯელს და ძალიან ცუდია, რომ ამას ვერ ხედავენ მისი ევროპელი თანამებრძოლები[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, როტერდამში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო მიწვეული, მისი ადგილი ცარიელი დატოვეს.