ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შაბათს, სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება

შაბათს, 4 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღესრულება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს გადაეგზავნათ.

 

იტვირთბა....