რუსული ჯარები სევეროდონეცკის ცენტრში არიან გამაგრებული და ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
“რუსების შტურმს ახორციელებემ, სევეროდონეცკის ცენტრში არიან გამაგრებული და აგრძელებენ ინფრასტრუქტურის, სამრეწველო ობიექტების და ასევე, ქალაქსა თუ მის გარშემო, საცხოვრებელი სახლების განადგურებას”, – აცხადებს გაიდაი.
მისი თქმით, სამშაბათს თავდასხმები ქალაქის ჩრდილოეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით განხორციელდა.