ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ნიკა გვარამიას შეწყალების ამბავს სამ ნაბიჯად ჰყოფს.
მისი თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო გვარამიას განაჩენის გამოცხადებისთანავე შეიწყალებდა.
“მე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვყოფილიყავი, განაჩენის გამოცხადების ღამესვე შევიწყალებდი ნიკა გვარამიას. მეორე ვერსია იყო 26 მაისი თუ პირობითად სიმბოლიზმი გვინდოდა ამისთვის მიგვენიჭებინა, მაშინ 26 მაისს უნდა მომხდარიყო და არის კიდევ ერთი ვერსია დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის დასკვნა, აი ამ დასკვნის ფონზე, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე, უკვე აი ამ დასკვნის ფონზე შევიწყალებდი.”