უკრაინიდან დაბრუნებული ელისო კილაძე “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ უკრაინელები საკანში მიხეილ სააკაშვილთან მოკითხვას აბარებდნენ.
“ყველა ვინც იგებდა, რომ ვიყავით ქართველები, მოკითხვას გვაბარებდა საკანში სააკაშვილთან, უკრაინელებისთვის საქართველო ასოცირდება მიხეილ სააკაშვილთან, მას იცნობს ყველა, დაწყებული უბრალო მძღოლიდან დამთავრებული მაღალი დონის პოლიტიკოსებით. ” – განაცხადა ელისო კილაძემ.