ერეკლე ასეთ ხალხს გვერდით არ დაიყენებდა, სიკვდილით დასჯიდა. – ამის შესახებ ოპოზიცნიონერმა, გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქოცური სტანდარტით დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო.
“ერეკლე მეფეს რომ იფარებენ ახლა, რა უსინდისო უნდა იყო, ერეკლე ასეთ ხალხს გვერდით არ დაიყენებდა, სიკვდილით დასჯიდა. ქოცური სტანდარტით დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო. ამ ქვეყანაში, ყველაფერი წამსვლელები არიან, იმიტომ რომ, იციან მათი პროპაგანდისტული მახვილი ამას ყველაფერს გაიტანს და საბოლოო ჯამში ვისაც უნდა დააჯეროს, დააჯერებს ან კითხვის ნიშნებს გაუჩენს.”