„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ისეთი აცრა გამიკეთა და ისეთი რაღაცები დამაბრალა, რომ ამ ხელისუფლებამ რაღა უნდა თქვას? ყველაფერი ნათქვამია, რისი თქმაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.
მე რასაც ვაკეთებდი არცერთ ჩემს ნათქვამს და ნაბიჯს, არა თუ დაუზარალებია ჩვენი ქვეყანა, არამედ ყველა ეს ნაბიჯი მიმართული იყო იქითკენ, რომ რაღაც პერსპექტივა გახსნილიყო. მე ამ ხელისუფლებას რომ ვაკრიტიკებ და ვეძახი პრორუსულს, რატომ ვეძახი იცით? ეს ხელისუფლება ინარჩუნებს სტატუს-ქვოს, რომელიც არ აწყობს საქართველოს, მაგრამ აწყობს რუსეთს“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.