უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა არ იჩქარებს ტერიტორიების დეოკუპაციას, თუ ამას ათიათასობით მსხვერპლი დასჭირდება, თუმცა შეიარაღებას დაელოდება.
„ჩვენ არ ვართ მიბმულნი დეოკუპაციის თარიღებზე. ჩვენ ხალხზე ვართ მიბმულნი. თუ ჩვენი ესა თუ ის ნაბიჯი, ჩვენი ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონის დეოკუპაციასთან, დაკავშირებული იქნება ათიათასობით ადამიანის მოკვლასთან, მაშინ დაველოდებით შესაბამის შეიარაღებას ჩვენი ხალხის მაქსიმალურად გადასარჩენად, რადგან ეს ტერიტორიები ცოცხალი უკრაინელების გარეშე, სიმართლე გითხრათ, არ არის ჩვენი პრიორიტეტი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.