ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლუკაშენკომ ბელარუსის „კაგებეს“ აგენტები დააჯილდოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ადგილობრივ კგბ-ს აგენტები დააჯილდოვა.

მისი თქმით, ჯილდო მათ უკრაინაში ჩარჩენილი ბელარუსის სატვირთო მანქანების მძღოლების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მიიღეს.

ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის ე.წ “სპეციალური ოპერაციის” დაწყების შემდეგ, რამდენიმე ათეული მძღოლი “სიტუაციის მძევლად” იქცა და ბელარუსის უშიშროებას ისინი სახლში უნდა დაებრუნებია.

“მადლობელი ვარ თქვენი ოპერაციისთვის, რომელიც განხორციელდა ჩვენი ხალხის პრაქტიკულად ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

იტვირთბა....