ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილის რეჟიმი, ღიად ლანძღავს ცივილიზებული სამყაროს ლიდერ აშშ-ს – გიორგი კანდელაკი

მთავარი, რაც აფერხებს ამ ქვეყნის მსვლელობას ცივილიზებული სამყაროსკენ, არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ახლა უკვე ღიად ლანძღავს ცივილიზებული სამყაროს ლიდერ აშშ-ს. – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა და “ოცნების” სპიკერის, ზაზა შათირიშვილის განცხადებას უპასუხა.

„მსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სპიკერისა და ბიძინა ივანიშვილთან პირადად დაახლოებული ფიგურის, ზაზა შათირიშვილის განცხადებაზე, რომელიც ცნობილია თავად ივანიშვილის გულის ნადების გახმოვანებით. მან განცხადებაში თქვა, რომ ამერიკას საციცოხლოდ სჭირდება საქართველოში ომი რუსეთის დასამარცხებლად. ამ განცხადებას უფრო შორს მიჰყავს ამერიკის, საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე რამდენიმე კვირაა ახორციელებენ ქართული ოცნების სპიკერები და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართული ოცნება ახმოვანებს რუსული პროპაგანდის მთავარ სათქმელს, მთავარ ტყუილსა და შხამს, რომ თითქოს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია არის არა რუსეთის ბრალი არამედ უკრაინის ბრალი, ცივილიზებული სამყაროს ბრალი. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაციას, კიდევ ერთი ნათელი წარმოჩინება ქართული ოცნების დღევანდელი რეჟიმის არსისა და შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მთავარი რაც აფერხებს ამ ქვეყნის მსვლელობას ცივილიზებული სამყაროსკენ და სამშვიდობოს გასვლისკენ არის ამ რეჟიმის არსი და რაობა, რომელიც ახლა უკვე ღიად ლანძღავს ცივილიზებული სამყაროს ლიდერს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

იტვირთბა....