23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 575 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ასევე ცნობილია, რომ ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 104 996 კვლევა ტესტით, მათ შორის 95 506 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 490 PCR ტესტით.