უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით საბრძოლო მოქმედებებს კიდევ 150 რუსი ოკუპანტი ემსხვერპლა და ჯამში, დაღუპულთა რაოდენობამ 30 500 შეადგინა. ცოცხალ ძალასთან ერთად, დანაკარგები მიადგა რუსეთის ძალების საბრძოლო ტექნიკას და აღჭურვილობას.
24 თებერვლიდან 31 მაისი ჩათვლით, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ასეთია:
- პირადი შემადგენლობა – 30 500
- ტანკი – 1358
- საბრძოლო ჯავშანმანქანა – 3302
- საარტილერიო სისტემა – 649
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 207
- საჰაერო თავდაცვა – 93
- თვითმფრინავი – 208
- ვერტმფრენი – 174
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 515
- საკრუიზო რაკეტები – 120
- გემი/კატერი – 13
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნა – 2275
- სპეციალური ტექნიკა – 48