ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) მეგრელიშვილი ჩერგოლეიშვილს: “ევროპულ საქართველოზე” ჩასვრილი პარტია არ არსებობს

[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’CpDtivtXpzE’]

 

პარტია “გირჩის” ლიდერი ვახტან მეგრელიშვილი TVპირველის ეთერში “ტაბულას” დამფუძნებელს, თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა. მეგრელიშვილის თქმით, “ევროპული საქართველო” ბოღმიანი და “ბინძური ხალხით” დაკომპლექტებული პარტიაა.

ამის შესახებ მეგრელიშვილმა ჩერგოლეიშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული რეპლიკის შემდეგ განაცხადა –  “ჩვენ, კარგი ხალხი, პოლიტიკას ზუსტად იმიტომ არ ვეკარებოდით, რომ ასეთი ხალხის თავშესაფარია პოლიტიკა”, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

ამის შემდე, მეგრელიშვილმა პარლამენტში “გიჩის” შესვლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა:

“იტყუება თამარი, როდესაც ამბობს, რომ მისი მეუღლე [გიგა ბოკერია] იყო ბოიკოტის წინააღმდეგი. პირიქით, გიგა ბოკერია იყო მთავარი მომხრე, რომელიც ფაქტობრივად, ყველას აიძულებდა, რომ ბოიკოტში შესულიყვნენ… აბულინგეს მთელი თავისი კოლეგები, ვერ მიაღწიეს მიზანს, ჩაისვარეს, დარჩნენ პარლამენტის გარეშე. ასეთი ჩასვრილი პარტია არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ბინძური ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში – ვსაუბრობ “ევროპულ საქართველოზე”. იმდენი ზიზღი, ბოღმა და ბოროტება, რასაც ესენი აფრქვევენ, არ არსებობს”.

იტვირთბა....