ბადრი ესებუას ძებნილად გამოცხადებიდან587-ე დღეა.
ცნობისთვის, ბადრი ესებუა 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
ესებუა ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ესებუას ეძებენ და როცა დაიჭერენ საზოგადოებას აუცილებლად მოახსენებენ.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.