ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: ახლოვდება მომენტი, როდესაც რუსეთს იარაღის გვერდზე გადადება მოუწევს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ დონბასზე მასობრივი შეტევა გრძელდება, ახლოვდება მომენტი, როდესაც რუსეთს იარაღის გადადება და დიპლომატიური გზის არჩევა მოუწევს.

“იმ წერტილს ვუახლოვდებით, როდესაც რუსეთს სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დარჩება  –  გვერდზე გადადოს იარაღი, ნახოს, უკვე რამდენი რუსი ჯარისკაცია დაღუპული და გადმოვიდეს დიპლომატიაზე”, – მოჰყავს Politics-ს ზელენსკის სიტყვები.

ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სასტიკი ბრძოლები გრძელდება  და სიტუაცია კვლავ რთულია. მისი ინფორმაციით, აგრესორი მთელი ძალების მობილიზებას ცდილობს იმ მიმართულებებით, სადაც თუნდაც მცირედი წინსვლის მიღწევა და წერტილოვანი დარტყმების განხორციელებაა შესაძლებელი.

იტვირთბა....