ახალი ამბები მთავარი ციტატა

გურგულია – ზელენსკიმ დაგვცინა, ჰალსტუხი ღეჭა და პუტინს აწონებდა თავს საქართველოში რა დეგენერატები არიანო

ზელენსკიმ დაგვცინა, ჰალსტუხი ღეჭა და პუტინს აწონებდა თავს საქართველოში რა დეგენერატები არიანო. – ამის შესახებ მსახიობმა, გიორგი გურგულიამ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ახლა გადარჩენას ცდილობს და უკრაინა თავის გაწირვას სთხოვს.

“სახელმწიფოს, რომელსაც ომი აქვს და ჩვენ ზუსტად იგივე გვაქვს გავლილი, რასაც ახლა გადიან… გვაკრიტიკონ ჩვენ, რომ რაღაცაში არ ვერთვებით, ჩვენ ომი გავიარეთ და ახლა ვცდილობთ გადავრჩეთ, ის საზღვრები, რაც წაგვართვეს არც დაგვიბრუნებია, მილიონი პრობლემა გვაქვს რუსებთან, რაც ჯერ არ გადაწყვეტილა და უკრაინა გთხოვს, რომ აგინე რუსეთს და ჩემს გამო გაწირე თავი დაარტყი და შეიჭერი აფხაზეთსა და ოსეთში. ჩვენ გადავრჩით, იმიტომ რომ ჩეჩნებივით არ შევაკალით თავი აფხაზეთის და ოსეთის თემას. ჭკუა გვეყო, გამოცდილება, ევროპა ჩაერია. მათი კრიტიკა წარმოუდგენელია ისევე, როგორც მათი პრეზიდენტის ქილიკი და დაცინვა… დაგვცინა და ხან ჰალსტუხი ღეჭა და პუტინს აწონებდა თავს საქართველოში რა დეგენერატები არიანო.” – განაცხადა მსახიობმა გიორგი გურგულიამ.

იტვირთბა....