“ოცნებას” პროცესი მიჰყავს იქით, რომ საქართველო მოაქციოს სრულ იზოლაციასა და ჩიხში. ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ქართული ოცნების” ყველა განცხადება არის როგორ გავხლიჩოთ საზოგადოება და როგორ შევქმნათ ტყუილი დილემები და საერთოდ ევროპის დაკავშრება ომთან, ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული ხერხები რაც ანგრევს ამ ქვეყანას. ხელისუფლებას პროცესი მიჰყავს იქით, რომ საქართველო მოაქციოს სრულ იზოლაციასა და ჩიხში, მიჰყავს მშვიდობისა და თავისუფლების დაკარგვისკენ.” განაცხადა ელენე ხოშტარიამ.