მართლა რა დავაშავეთ ასეთი?! 90-იან წლებში რუსეთმა ბალტიისპირელ კომუნისტებშიც კი ვერ იპოვა პარტნიორები. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მართლა რა დავაშავეთ ასეთი?! 90-იან წლებში რუსეთმა ბალტიისპირელ კომუნისტებშიც კი ვერ იპოვა პარტნიორები. იქაც უნდოდა კონფლიქტების წამოწყება და ამ ქვეყნებში არის ასობით ათასი მოქალაქე, რომელიც ითვლება მოქალაქეობის არ მქონდე პირად, ანუ ლიტვის მოქალაქე არ არის, ლატვიის მოქალაქე არ არის და ესტონეთის მოქალაქე არ არის რუსული ეთნიკურად წარმოშობის ადამიანები არიან და ამ ხალხშიც კი რუსეთმა ვერ იპოვა ადამიანები, ვინც იარაღს ხელში აიღებდა და იმ დროინდელ ლეგიტიმურ ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდა და ესროდა და ზუსტად ამ დროს ერთიანობის მუხტი ნახეს და საბჭოთა მოჯადოვებული წრე გაარღვიეს. ახლა სად არიან ბალტიისპირელები და სად ვართ ჩვენ?” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.