ჩემს აღქმაში, მაქვს განცდა, რომ ევროკავშირის წევრობას არ ვიმსახურებთ, ეს გულწრფელობა ყველას აკლია. – ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა სანდრო კაკულიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ეს ხელისუფლება მისთვის არაკომფორტულ გარემოში აღმოჩნდა იმ წუთიდან, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. მას შემდეგ, რაც უკრაინამ განაცხადი შეიტანა, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ამ მატარებელში ხელი ჩაეკიდებინა უკრაინისთვის, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. ჩემს აღქმაში, მაქვს განცდა, რომ ევროკავშირის წევრობას არ ვიმსახურებთ, იმიტომ რომ ეს გულწრფელობა ყველას აკლია.” – განაცხადა სანდრო კაკულიამ.