ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვუყურებ ჩემი შვილის დაანონსებულ სიკვდილს – სააკაშვილის დედა

ჩემთვის მისი განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩემი მიზანია, რომ გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე. – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, დედა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას

“ჩემთვის მისი განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენთან ხო სასამართლო დამოუკიდებელია, ჩვენს ქვეყანაში. როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია, რომ გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე და ამის მიზანია, როგორც ჩანს კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, რომ როგორმე მოიშოროს თავიდან, ეს არის განსხვავება” , – თქვა გიული ალასანიამ.

ამასთან, ალასანია იმედოვნებს, რომ სააკაშვილთან კონსილიუმი შევა.

” იმედი აქვს, რომ ხვალ მაინც შემოვლენ კონსილიუმის წევრები. იმედია, ხვალ შედგება ეს შეხვედრა. სისუსტე და საკვების მიუღებლობა გრძელდება. აქ, არავის მიმართ არ მაქვს პრეტენზია. როგორც ჩანს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მოვდივარ და ვუყურებ ჩემი შვილის დაანონსებულ სიკვდილს. როგორც ჩანს, ყველა კვლევა არ ჩაუტარდა”, – აღნიშნავს ალასანია.

იტვირთბა....