ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრძოლა “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” შორის ოფიციალურად უნდა დასრულდეს – მეგრელიშვილი

“ნაციონალური მოძრაობა” აღარ უნდა გადიოდეს 2024 წლის არჩევნებზე 5 ნომრით. – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა ვახტან მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დროა, რომ ქართული ოპოზიცია დარესტარტდეს და სრულიად განსხვავებული კონფიგურაციით შეეცადოს მივიდეს 2024 წლის არჩვენებამდე.

“ახლა არის დრო, რომ ქართული ოპოზიცია დარესტარტდეს და სრულიად განსხვავებული კონფიგურაციით შეეცადოს მივიდეს 2024 წლის არჩვენებამდე. ოპოზიციის ამ შემადგენლობით არაფერი გამოვა, თამაში არის ისეთი, რომ ახალი ადამიანების შემოსვლას ხელს უშლის. ბრძოლა “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” შორის ოფიციალურად უნდა დასრულდეს. “ნაციონალური მოძრაობა” აღარ უნდა გადიოდეს 2024 წლის არჩევნებზე 5 ნომრით, რაც ფაქტობრივად იგივე სცენარი იქნება რაც ბოლო 10 წლის განმავლოაბში გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია დარჩენილი 2 წელიწად ნახევარი გამოვიყენოთ.” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

იტვირთბა....