მე მაქვს იმის შიში, რომ ჩვენ ერთ დღესაც დამარცხებულები გავიღვიძებთ და პუტინის ჭაობში დავრჩებით. – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადების ფორმა ექნება.
“ძალიან უცაბედად მოდის ხოლმე დიდი უბედურებები, მე მაქვს იმის შიში, რომ ჩვენ ერთ დღესაც დამარცხებულები გავიღვიძებთ, აი ამ ბრძოლაში, რაშიც ახალ პუტინი შევიდა, ის დამარცხდება. თუმცა ძალიან ცოცხალია იმის საფრთხე, რომ ჩვენ დამარცხებული პუტინის ჭაობში დავრჩეთ. საქართველოს შანსი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე არ გადის, იმიტომ რომ კანდიდატის სტატუსი აქვს მაგალითად თურქეთს, რომლის მიღებაც არც კი განიხილება, ეს არის “ბოლი”, რომელსაც ჩვენ ახლა ვაყენებთ, რომ კანდიდატის სტატუსი დამოკიდებულია ქვეყნის განვითარებაზე. თუ სტატუს მოგვცეს ამას ექნება მხოლოდ პოლიტიკური განცხადების ფორმა, ჩვენ სამშვიდობოს მივიღეთ თუ ამ რეჟიმს დემოკრატიული არჩევნებით დავასრულებთ.” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.