[su_quote]30.05.2022-5.06.2022 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი:
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და კვლავ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთეული სახით დაფიქსირდება ასევე: ჯვაროსნების (Brassicaceae), მრავალძარღვას (Plantago) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლებიც.
მუხამ (Quercus), წიფელმა (Fagus) და ფიჭვმა (Pinus) დაასრულეს დამტვერვა.
ყვავილობა დაიწყო ცაცხვმა (Tilia) და ზეთისხილმა (Olea). მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც ერთეული სახით.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი![/su_quote]
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პოსტს აქვეყნებს.