[su_quote]ოპოზიციისთვის დამახასიათებელი გახდა, ყოველთვის, სადაც ყველაზე მეტად მოეთხოვებათ ფაქტებზე საუბარი, იქ იკავებენ თავს ფაქტის დასახელებისგან. საქართველომ ძალიან კარგად ახსნა, რომ ის იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციას ჰქონდა მთავარი მიდგომა, რომ რამენაირად ეს ინტერპელაცია ან საკითხის ირგვლივ დისკუსია გადაექცია სადებატო თემად. ის ხალხი, ვინც ინტერპელაცია დააინიცირა მერე ის ხალხი ამბობდა შერიგებაზე, გაერთიანებაზე და ამ დროს საბოლოო ჯამში გამოვიდა ის, რომ თითქოს საქართველოს პარლამენტში ამ საკითხის ირგვლივ დებატი მიმდინარეობს, ეს ძალიან ცუდად გამოჩნდა[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.