უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის 94 დღის განმავლობაში ქვეყანაში 30 000 რუსი ჯარისკაცია მოკლული. მათ შორის, ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა 250 ოკუპანტის ლიკვიდირება მოახერხეს.
მტრის ცოცხალ ძალასთან ერთად, განადგურებული საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა ასეთია:
- 1330 ტანკი
- 3258 ჯავშანტექნიკა
- 628 საარტილერო სისტემა
- 203 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა
- 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა
- 207 საბრძოლო თვითმფრინავი
- 174 ვერტმფრენი
- 503 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი
- 116 ფრთოსანი რაკეტა
- 13 გემი/კატერი
- 2226 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი
- 48 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.