ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა შესაძლოა 218 მილიონი გახდეს – გაერო

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, მსოფლიოში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც შიმშილობენ, შესაძლოა, 218 მილიონამდე გაიზარდოს. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ვიცე-პრეზიდენტმა, მაურიციო მარტინამ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წელს 53 ქვეყენაში თითქმის 200 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა ყოველდღიურად, მწვავე შიმშილის მდგომარეობაში, რაც 2020 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 40 მილიონით მეტია. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მოშიმშილეთა რაოდენობა შესაძლოა 18 მილიონით გაიზარდოს.

“ბევრი რამ არის დამოკიდებული კონფლიქტის განვითარებაზე”, – აღნიშნავს მარტინა.

იტვირთბა....