ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მარიუპოლში რუსულ გემს ლითონით ტვირთავენ

რუსულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში რუსული გემი შევიდა, რომელიც ლითონით იტვირთება.

“ორშაბათს გემმა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში დაახლოებით 2700 ტონა ლითონი უნდა გადაიტანოს”, – იწერება რუსულ მედიაში პორტის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ცნობას ადასტურებს უკრაინული მხარე. როგორც ქვეყნის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, მარიუპოლიდან ლითონის გატანა მოროდიორობაა.

“უკრაინული მარცვლეულის გაძარცვის შემდეგ, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან ლითონის პროდუქტების გატანა დაიწყეს,“ – აცხადებს დენისოვა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი მარიუპოლი ალყაში მოაქციეს, იქ მდებარე “აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში უკრაინელი ჯარისკაცები გამაგრდნენ და კვირების გნამვალობაში, მანამ იცავდნენ იქაურობას, სანამ საკვების მარაგი და სხვა რესურსების ამოწურვის შემდეგ, უკრაინის მთავრობისგან ბრძანება არ მიიღეს, რომ საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ.

 

 

იტვირთბა....