რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ფედერალურ კანონს მოაწერა ხელი. როგორც რუსული მედია წერს, შედეგად, ამ “ქვეყნების” მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ “მეორე ქვეყნის მოქალაქოება”.
არსებული ინფორმაციით, კანონი ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.