ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

ზელენსკი ჟურნალისტებს: გთხოვთ, არ მიგვატოვოთ, თქვენი დამსახურებით გაერთიანდა მსოფლიო და უკრაინის საზოგადოება

პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენკი ჟურნალისტებს მადლობას უხდის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური გაშუქებისთვის. როგორც ზელენსკიმ ანალიტიკური ცენტრის Foreign Policy Community of Indonesia ონლაინ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, ჟურნალისტებს რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში არანაკლები წვლილი მიუძღვით, ვიდრე იარაღას, რადგან სწორედ მათი დამსახურებით გაერთიანდა მსოფლიო უკრაინის მხარდასაჭერად.

“მინდა, რომ ჩემი ხმა მთელს მსოფლიოს ესმოდეს. მხოლოდ ჟურნალისტების დამსახურებით შევძელით მსოფლიოსა და ჩვენივე ქვეყნის საზოგადოების გაერთიანება. ომის პირველ დღეებში, სხვადასხვა სახელმწიფოს მედიასაშუალებების 6 000 წარმომადგენელი მუშაობდა კიევში. ასეთი არაფერი მინახავს – ქალაქი ცარიელი იყო, სამოქალაქო პირებისგან დაცლილი, სამხედროები იბრძოდნენ და ყველგან ჟურნალისტები იყვნენ. მათ ყველაზე დიდი სამუშაო გასწიეს. მე მინდა გთხოვოთ, არ მიგვატოვოთ, რადგან თქვენ ხართ ხიდი უკრაინასა და სხვა ქვეყნებს შორის. ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა ამ ინფორმაციებზეა დამოკიდებული. ეს ის არის, რის გარეშეც ვერ გადავრჩებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჟურნალისტთა საზოგადოებას. არანაირ მითითებას არ გაძლებთ, უბრალოდ, თქვით ის, რასაც ხედავთ. თქვით სიმართლე და დარწმუნებული ვარ, მაშინ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს”, – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....