სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს. – ასე მიმართა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში.
„ბატონო რატი, არის ერთი პატიმარი, რომელიც არ მოგცემთ თქვენი კარიერის კარგად დასრულების შესაძლებლობას და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი ფაქტი საკმარისია იმისათვის, რომ განადგურდეს თქვენი კარიერა, როგორც მინისტრის.., ყველა წერილში გიხსნით,რომ პროფესიული საიდუმლოების ფარგლებში მზად ვარ დავიცვა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები იმ ფონზე, როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ, რომ თქვენ კლავთ მიხეილ სააკაშვილს, არ გინდათ დაამტკიცოთ, რომ არ კლავთ, მაგრამ როცა საჭიროდ ჩათვლით, მზად ხართ. პერსონალური მონაცემები გაასაჯაროოთ. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ერთი პატიმარი, თქვენს კარიერას გაანადგურებს“. – განაცხადა თამარ კორძაიამ.