პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლის დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მეზობლებად მოიხსენია. – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ეს შეიძლება აღსანიშნიც არ ყოფილიყო იმ ფონზე, როცა გუშინ მან პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე, ამ ფონზე სასამართლოსთან დაკავშირებული განცხადება არის არაფერი”, – თქვა კობახიძემ.