ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ მთავრობა გააგრძელებს იგივე გზით სიარულს, საქართველო მოკავშირეების გარეშე დარჩება ოკუპანტ ქვეყანასთან – გიორგი გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ამ გზით სიარულს, საქართველო ოკუპანტის წინაშე მოკავშირეების გარეშე დარჩება.

“დღეს საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო ევროპულია ვიდრე მთავრობა, ევროპის კანდიდატობის სტატუსს აძლევენ არა მთავრობას არამედ ქართელ ხალს და საქართველოს. დღეს “ოცნება” არის ხელისუფლებაში ხვალ შეიძლება იყოს სხვა ძალა, მთავარი არის ევროპული პერსპექტივის გათვალისწინება.

თუ დღევანდელმა მთავრობამ გააგრძელა იგივე გზით სიარული, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მთელი ქვეყანა მოკავშირეების გარეშე დავრჩეთ ოკუპანტ ქვეყანასთან. ეს არის ქვეყნის ეგზისტენციალური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემა.” -განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....