ბედი არა მაქვს, ზოგიერთს ისე დააბერტყავს უფალი შესაბამის გამომეტყველებას, რომ შეგშურდება კაცს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ლევან ბერძენიშვილზე საუბრისას განაცხადა.
ამას წინ უძღოდა ლევან ბერძნიშვილის განცხადება, სადაც მან თქვა: „ვოლსკის გამომეტყველებაა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო არსად არ მიიღონ – სახელოვანი წინაპრის შვილიშვილია, მაგრამ როგორც ჩანს გადაგვარება ყველგან ხდება“.